Сообщения

მეცხრე დღე

               საინტერესო იყო ეს ტრენინგი. სულ სხვა ხდება მოსწავლეებთან მუშაობა, როცა ინტელით ვხელმძღვანელობთ. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიო, ჩამოვაყალიბეთ და დავასრულეთ პროექტი, გავაკეთეთ და გავაფორმეთ ბროშურები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს. ვისწავლეთ შეფასების დროის,ჩარჩო, ჩეკლისტები, შეფასების ინდიკატორები, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვიმუშავეთ და გავაფორმეთ სლაიდები, ელ.ფოსტა                 გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და ბოლოს ჩვენი პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.                 ინტელი გვეხმარება, მოსწაავლეებს ვასწავლოთ თანამშრომლობა, გავხადოთ ისინი უფრო კრეატიულები, დამოუკიდებლები და შინაგანად თავისუფალი პიროვნებები. ავტვირთე პორტფოლიო ბლოგზე               ამ ყველაფრისთვის კი, დიდი მადლობა ტრენერს,  ქალბატონ - ლილი ზოიძეს.

მერვე დღე

                განვიხილეთ, მოსწავლეთა პროექტების შეფასება. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ, პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად, გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი დოკუმენტები თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.                 განვიხილეთ, როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა, როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში. როგორ გამოვიყენებთ უკუკავშირს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.

მეშვიდე დღე

             განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანი როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მათი განსხვავებული საჭიროებები. გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს, სწავლის პროცესის დიფერენცირებას.                გავეცანით მასალების მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის გეგმის მიმოხილვას.              

მეექვსე დღე

                განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გავეცანით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.                გავეცანით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.

მეოთხე დღე

               გავეცანი შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. თუ რა სახის ინფორმაციის მიღება მსურს მოსწავლეებისგან, რომ უკეთესი წარმოდგენა შემექმნას მათ საჭიროებებზე, როგორ შეიძლება ზოგადი და თემატური კითხვების გამოყენება მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისათვის.                რა ფორმით შევაგროვო მოსწავლეებისგან ინფორმაცია მათი მაღალი დონის უსაზღვრო უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ფლობის შესახებ. როგორ გამოვიყენებ შეგროვებულ ინფორმაციას.               არ იყო ინტერნეტი, რის გამოც შეგვექმნა შეფერხება. 

მეხუთე დღე

               გავეცანი პრეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე. გავეცანი პრეზენტაციის დაგეგმვას,პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნას, პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადებას, პრეზენტაციის დახვეწას.                გავეცანი კავშირებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის|სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, როგორ უზრუნველვყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.

მესამე დღე

               გავეცანი შეფასების ფორმებს: განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს, თუ რა არის შეფასების მიზანი, რა მეთოდებია მისაღები მიზნის შესრულებისთვის, რომელი ინსტრუმენტია ყველაზე ეფექტური, როდის გამოვიყენებშეფასების შერჩეულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს, როგორ გამოვიყენებ მიღებულ შედეგებს.               იყო ინტერნეტით შეფერხება, რამაც ძალიან  შეგვიშალა ხელი.